პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი ვოლსკი: ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო - რევოლუციურ პროცესებში USAID-ი მონაწილეობდა, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას. მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში

საქართველოს პარლამენტი

გიორგი ვოლსკი USAID-ს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების დაფინანსებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ არჩევნების წინა პერიოდში სააგენტოდან 30 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა.

გიორგი ვოლსკი: ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო - რევოლუციურ პროცესებში USAID-ი მონაწილეობდა, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას. მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში
იმედინიუსი

რევოლუციურ პროცესებში USAID-ი იღებდა მონაწილეობას, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას და მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო.

„არჩევნების წინა პერიოდში USAID-დან 30 მლნ დოლარამდე დაიხარჯა. ამას თუ სხვა დანახარჯებსაც დავუმატებთ, ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო. ოპოზიციამ გარკვეული რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ისინი არა თუ შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყეს იმ ფუნქციის შესრულება, რაც ოპოზიციას ეკისრება, არამედ პირიქით, გააძლიერეს თავისი ქმედებები ქვეყნის დესტაბილიზაციის მისაღწევად. ამ ყველაფერში, ისევე როგორც სხვა გარკვეულ რევოლუციურ პროცესებში, USAID-ი იღებდა მონაწილეობას პირველ ხაზზე, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას და მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგია ვოლსკი USAID-ის ფაილებზე: დაახლოებით ორ მილიარდს უტოლდება დანახარჯი, რომელიც საქართველოში ჩასხმულია დესტაბილიზაციისა და ექსტრემიზმის განვითარების მსახური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ჯგუფების გასაძლიერებლად
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სოსიაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე: ჩვენ ვამბობდით, რომ USAID-ი დემოკრატიის სახელით მოქმედი და შეფუთული ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ძალა იყო - ახლა გამოაშკარავდა დოკუმენტალურად, თუ რას ახდენდა ეს ორგანიზაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები