ლევან სუთიძე: ქართული ოცნების პატივცემულო მხარდამჭერებო, მარტივი კითხვა მაქვს, რა გვიცავს ივანიშვილის ძალაუფლებისგან? სერიოზულად ვკითხულობ, რა გვიცავს?
ლევან სუთიძე: ადვილი მგონია იმაზე შეთანხმება, რომ ივანიშვილს მხოლოდ კეთილი ნებაც რომ ჰქონდეს და თავში მხოლოდ ანგელოზებრივი აზრებიც რომ ებადებოდეს, ქართველი ხალხი მის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე:
ქართული ოცნების პატივცემულო მხარდამჭერებო, მარტივი კითხვა მაქვს, რა გვიცავს ივანიშვილის ძალაუფლებისგან?
სერიოზულად ვკითხულობ, რა გვიცავს?
ადვილი მგონია იმაზე შეთანხმება, რომ ივანიშვილს მხოლოდ კეთილი ნებაც რომ ჰქონდეს და თავში მხოლოდ ანგელოზებრივი აზრებიც რომ ებადებოდეს, ქართველი ხალხი მის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
ჩვენ უნდა გვიცავდეს რაღაც ძალა.
ძალა, ამ შემთხვევაში, არის ორგანიზებული სისტემა, ანუ, ინსტიტუტი.
ხომ ასეა?
ანუ, მის ძალაუფლებას პოტენციურად რაიმე უნდა აკავებდეს და აწონასწორებდეს.
კაცობრიობამ ამისთვის შექმნა შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები. ჩვენც გვქონდა ეს იდეები თამარის დროს, აშოტის დროს ამგვარ ფუნქციას ეკლესიაც ასრულებდა, მაგრამ გეოგრაფია გვაქვს არასახარბიელო.
ხოდა, ამ საუკეთესო კლასიკური ინსტიტუტებიდან, რაც ნაცადია და კარგად უზრუნველყოფს რომ ბატონი არ დაგვაჯდეს თავზე, დღეს ყველაფერი მისია. ყველაფერი რომ მისია, ამაზე გულში ხომ მაინც მეთანხმებით.
კითხეთ აგერ ღარიბაშვილს, ჩემი თუ არ გჯერათ.
სასამართლო მისია, პარლამენტი მისია, პოლიცია მისია, პარტიებს კრძალავს, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს ანადგურებს, საპატრიარქო ისედაც მის მხარესაა, ბიზნესი შეშინებულია… რა გვიცავს?
პასიურობის შემთხვევაში, არც არაფერი.
როცა შეკავებისა და გაწონასწორების სისტემებიდან ერთი ადამიანი ყველაფერს ჩაიგდებს ხელში, მას კლასიკური ინსტიტუტებით სათანადოდ ვეღარ დააბალანსებ.
ცხადია, ინსტიტუტების გადარჩენილი ნაწილები შეკავების არასრულყოფილ ფუნქციას მაინც უზრუნველყოფენ, მაგრამ თვალხილულია, რომ სუსტები არიან.
ისიც ცხადია, რომ ძალაუფლება, აბსოლუტური არასდროს არის, თუ ღმერთზე არ ვსაუბრობთ.
ივანიშვილის ავტოკრატია საერთოს იმ ეტაპზეა, რომ ძალიან, ძალიან ბევრი კი გასდის, მაგრამ ყველაფერი არ გასდის. მას ბუნებრივად აკავებს რაღაც.
რა არის ეს რაღაც?
მიღებულ კანონებს რომ დააკვირდეთ, ყველაფერი იმის შესახებ არის, რომ თქვენ არ დემორალიზდეთ და ჩვენ ვდემორალიზდეთ.
მაგალითად, გინება იმიტომ აკრძალა, რომ თქვენზე სოციალური წნეხი არ გაიზარდოს. ნახა კვლევები და გაიგო, რომ გაწუხებდათ სოციალური იზოლაცია.
ანუ, ჩვენ კი გვასუსტებს, მაგრამ თავადაც სუსტია.
ჩვენ რა დაგვრჩენია? პირდაპირი დემოკრატია.
ქუჩაში რომ ოპოზიციას დაინახავ, რომც არ გინდოდეს ბიძინას შეცვლა, უნდა იცოდე, რომ მის თავგასულობას მხოლოდ ეს და რამდენიმე ბუნებრივი შემაკავებელიღა აბალანსებს.
ეს დგას შენსა და ბატონს შუა.
გამოხმაურებას არ ველოდები.
უბრალოდ იცოდეთ, რომ ქუჩა არის მისი დაბალანსების ძლიერი ინსტრუმენტი. სპეცეფექტების გარეშეც მას აქვს მყისიერი და გრძელვადიანი ეფექტი და ეს თქვენთვის კარგია.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…