ლევან სუთიძე: სრულიად მართალია მისი მეუფება, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად ურწმუნო. არაფერი ამ ხელისუფლებას არ აქვს ქრისტიანული
ლევან სუთიძე: მივესალმები ურბნელი მიტროპოლიტის მხრიდან ხელისუფლების კიდევ ერთ, მწვავე კრიტიკას და აქცენტს კორუფციაზე. კორუფცია არის მძიმე და საზიზღარი ცოდვა და მასზე იერარქიამ მკაფიოდ უნდა ისაუბროს.

ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე:
ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ახალი პატრიარქის პირობებში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ამ მომენტისთვის ახალი შეფასებები არ მაქვს.
შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რაც ზედაპირზე დევს - კათალიკოზი ილიას დროს ჩამოყალიბებული სტატუს კვო არ შეცვლილა.
ცვლილების თვალსაზრისით, არც ის მომხდარა, რასაც ივანიშვილის მოწინააღმდეგეები ისურვებდნენ და არც ის, რასაც ივანიშვილი.
სადმე რევოლუცია თუ ხდება, მე მას ვერ ვხედავ.
მივესალმები ურბნელი მიტროპოლიტის მხრიდან ხელისუფლების კიდევ ერთ, მწვავე კრიტიკას და აქცენტს კორუფციაზე.
კორუფცია არის მძიმე და საზიზღარი ცოდვა და მასზე იერარქიამ მკაფიოდ უნდა ისაუბროს.
სრულიად მართალია მისი მეუფება, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად ურწმუნო. არაფერი ამ ხელისუფლებას არ აქვს ქრისტიანული.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…