პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"არ გამიმართლა, ჩემს დროს ნამდვილი მკვლელები იყვნენ" - რონალდო

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ პოდკასტ Stick to Football-ში განაცხადა, რომ მისი კარიერის პერიოდში ფეხბურთელები დაცულები არ იყვნენ და ხშირად ტკივილებით თამაში უწევდა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ ფეხბურთში მოთამაშეების დაცვის მექანიზმები გაცილებით უკეთესია.

"არ გამიმართლა, ჩემს დროს ნამდვილი მკვლელები იყვნენ" - რონალდო
სპორტალი

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ სინანული გამოთქვა, რომ კარიერის განმავლობაში დღევანდელი ფეხბურთელების მსგავსად დაცული არ იყო.

"ვისურვებდი, ჩემს დროსაც ასე დავეცავით. მაშინ ძალიან ვიტანჯებოდით. ჩვენს თაობაში ნამდვილი მკვლელები იყვნენ. სადაც არ უნდა მეთამაშა, ყოველთვის ვხვდებოდი ასეთ ფეხბურთელებს, ჩვენ კი არავინ გვიცავდა.

მადლობა ღმერთს, რომ ახლა ფეხბურთელებს გაცილებით უკეთ იცავენ და ასეც უნდა იყოს. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ჩემს დროს ასე არ ხდებოდა, რის გამოც ძალიან ხშირად ტკივილებით თამაში მიწევდა, - განაცხადა რონალდომ პოდკასტ Stick to Football-ში.

რონალდომ პროფესიონალური კარიერა 1993 წელს "კრუზეიროში" დაიწყო. შემდეგ ითამაშა პსვ-ში, "ბარსელონაში", მილანის "ინტერში", მადრიდის "რეალში", "მილანსა" და "კორინთიანსში".

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, 34 წლის ასაკში დაასრულა. მისი ბოლო კლუბი "კორინთიანსი" იყო. მან პროფესიონალურ კარიერაში გამართულ 331 მატჩში 232 გოლის გატანა და 63 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები