კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში კარიერა ოფიციალურად დაასრულა, სადაც მან რეკორდული 234 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა. 41 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება გულშემატკივრებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაახმოვანა.

ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში გამოსვლა ოფიციალურ დაასრულა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
41 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება ხუთშაბათს „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ ვიდეომიმართვაში გაახმოვანა, რომელშიც გულშემატკივრებს წერილი წაუკითხა.
„დადგა დღე, როდესაც ჩვენი ნაკრების შვიდნომრიანი მაისური უნდა დავაბრუნო. არასდროს მიფიქრია, რომ ეს მაისური მხოლოდ მე მეკუთვნოდა. თუმცა 23 წლის განმავლობაში მქონდა პრივილეგია და პასუხისმგებლობა, რომ ის მეტარებინა“, - განაცხადა რონალდუმ.
რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით რეკორდული 234 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა. ორივე მაჩვენებელი სანაკრებო ფეხბურთის რეკორდია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„დადგა დღე, როდესაც ჩვენი ნაკრების შვიდნომრიანი მაისური უნდა დავაბრუნო. არასდროს მიფიქრია, რომ ეს მაისური მხოლოდ მე მეკუთვნოდა. თუმცა 23 წლის განმავლობაში მქონდა პრივილეგია და პასუხისმგებლობა, რომ ის მეტარებინა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…