"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
მადრიდის რეალმა კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გააკეთა, მაშინ როცა ფეხბურთელის ყოფილმა კლუბებმა მას სპეციალური პოსტები მიუძღვნეს. 41 წლის თავდამსხმელმა პორტუგალიის ნაკრებში 234 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა.

მადრიდის "რეალს" კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
41 წლის თავდამსხმელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ხუთშაბათს გაასაჯაროვა.
მასალის მომზადების მომენტისთვის მადრიდულ კლუბს აღნიშნულ საკითხზე არც სოციალურ ქსელებში და არც ოფიციალურ ვებგვერდზე არაფერი გამოუქვეყნებია. რონალდუს სხვა ყოფილმა და ამჟამინდელმა კლუბებმა "სპორტინგმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "იუვენტუსმა" და "ალ-ნასრმა", პორტუგალიელს სპეციალური პოსტები მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ რონალდუ მადრიდის "რეალის" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. პორტუგალიელმა სამეფო კლუბის მაისურით 438 მატჩი ჩაატარა და 450 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, რონალდუმ პორტუგალიის მაისურით 234 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 146 გოლი და 45 საგოლე პასი შეასრულა.
პორტუგალიელ თავდამსხმელს ნაკრებთან ერთად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი და უეფას ერთა ლიგის ორი გათამაშება (2018/19 და 2024/25) აქვს მოგებული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…