ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია, სადაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვია და აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებსა და პროფესორებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე ესაუბრა.
ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგინა და საპარლამენტო დიპლომატიის თავისებურებებზე ილაპარაკა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობებზე.
საჯარო ლექციას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, გენერალი მამია ბალახაძე, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…