სახელმწიფო დაფინანსებით, IT სფეროში სწავლას კიდევ 1 000 სტუდენტი იწყებს
სახელმწიფო დაფინანსებით IT სფეროში სწავლას კიდევ 1 000 სტუდენტი იწყებს, რომლებიც 23 ათასზე მეტი განაცხადიდან შეირჩნენ. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, შემდეგი წლიდან პროგრამა ახალი ფორმით გაგრძელდება.
სახელმწიფო დაფინანსებით, IT სფეროში სწავლას კიდევ 1 000 სტუდენტი იწყებს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის ბოლო ნაკადზე აპლიკანტები 23 ათასზე მეტი განაცხადიდან შეირჩნენ.
მსურველები ოთხ მიმართულებაზე გადანაწილდნენ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა და ხელოვნური ინტელექტი. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციისას ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ხელოვნურ ინტელექტზე დაფიქსირდა.
"ისინი გადანაწილდნენ ოთხი ძირითადი მიმართულებით, 13 ტრენინგ პროვაიდერთან, 70-ზე მეტ კურსზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს და შემდეგი წლიდან ის უკვე ახალი ფორმით, ახალი სახით და ახალი პროგრამებით განხორციელდება", - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…