ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება

იუსტიციის სამინისტროეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო, რომელიც სამ თვეს გაგრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაო გამოცდილების მიღებას და სტუდენტების შრომის ანაზღაურებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროებში.

სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება
სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდებარუსთავი 2

სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და რაც მთავარია, ანაზღაურება. შანსი, სადაც გამოცდილებასთან ერთად სტუდენტის შრომაც ფასდება - სწორედ ეს არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს. დღეს იუსტიციის მინისტრმა დისკუსიის ფორმატში იმ 189 სტაჟიორის მოსაზრებები და კითხვები მოისმინა, რომლებიც პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში უწყებაში გაივლიან.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის შევსებისთვის ვადა პირველიდან 10 სექტემბრამდე ჰქონდათ. სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებული იყო 3000-მდე ვაკანსია, რომელზეც უმაღლესი აკადემიური მოსწრების სტუდენტები შეირჩნენ. პროგრამაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და მაგისტრანტებსაც.

ახალი კადრების მიღებით დაინტერესებულია ეკონომიკის სამინისტროც. 102 სტუდენტი გაივლის სტაჟირების პროგრამას უწყებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, რომელსაც შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

მუნიციპალიტეტის მერიები, საკრებულოები, სახელმწიფო უწყებები - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. კონკურსი უკვე მეორედ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ცხადდება. სამუშაო გამოცდილების დაგროვება - სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინიციატივა, რომელიც სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში ახალ შესაძლებლობას აძლევს.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო და ის მომდევნო სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.