ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა

საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მაშინ როცა 80 სასწავლებელში სულ 22 317 ადგილია განსაზღვრული. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება Front-end დეველოპმენტი აღმოჩნდა 2 135 მსურველით.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდარუსთავი 2

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 26 109 აპლიკანტმა გაიარა. მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 590 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იყო გამოცხადებული.

აპლიკანტთა განაცხადების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა Front-end დეველოპმენტია, რომელზეც 2 135 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა ასევე ბუღალტრული აღრიცხვა და ციფრული მარკეტინგი, რომელთა მიმართაც განაცხადების რაოდენობა ჯამში 3 700-ს აჭარბებს. ასევე, მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე, საექთნო განათლებაზე, საფინანსო სერვისებზე, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებსა და კულინარიაზე.

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილი იყო განსაზღვრული. შეთავაზებულ პროგრამებს შორის 40 ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლებშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებია გათვალისწინებული.

აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად 8 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?