პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ჩართულობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს

იუსტიციის სამინისტროგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა №178 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს. უწყების ცნობით, პროექტი პატიმართა რესოციალიზაციას ისახავს მიზნად.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ჩართულობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს
იმედინიუსი

პროექტის ფარგლებში, №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის №178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სათამაშოები ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობას ემსახურება. ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და დაფარულია უსაფრთხო საღებავებით.

პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

სათამაშოები აღსაზრდელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, №16 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლემა გადასცეს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად მსჯავრდებულებმა განმავითარებელი სათამაშოები უკვე დაამზადეს თბილისის №94 და №108, რუსთავის №28 საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ასევე, საჩხერის №2 საჯარო სკოლისა და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა ჩართულობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპატიმრების პროექტი ბავშვებისთვის - მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული სათამაშოები სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მსჯავრდებულებსა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის საკალათბურთო მატჩი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები