პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ - იუკნევიჩიენე

საქართველოს მთავრობაქართული ოცნება

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს ატყუებდა და მას ევროკავშირისა და თავისუფლებების ეშინია. მისი თქმით, ქართველი ხალხი მარტო არ არის და ცვლილება საქართველოდან მოვა.

ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ - იუკნევიჩიენე
TV პირველი

ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქართველ ხალხს მიმართავს.

როგორც ევროპარლამენტარი ვიდეომიმართვაში ამბობს, ყოველი პროტესტის უკან პირადი მსხვერპლი, რთული არჩევანი და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული დგას.

იუკნევიჩიანე არ გამორიცხავს, რომ ამ სიტყვების გამო საქართველოს მთავრობა თავს დაესხას და თქვან, რომ საქართველო ევროპაში მხოლოდ ცოტას ახსოვს, თუმცა ეს ასე არ არის.

ძვირფასო ქართველო ხალხო, ორი წლის, 28 ნოემბერს, თქვენ ქუჩაში გამოხვედით თქვენი ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს საქართველოში აქციაზე გასვლა ხალხს ძვირად უჯდება. ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს მშვიდობიანი პროტესტის გამო. ასობით ადამიანს სცემეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ. 150-ზე მეტი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები. ჩვენ არ დაგივიწყებთ. საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობა, შესაძლოა ამ სიტყვების გამო თავს დამესხას. შესაძლოა თქვან, რომ საქართველო ევროპაში მხოლოდ ცოტას ახსოვს. ეს ასე არ არის. ევროპა გიცნობთ. ევროპა ხედავს რაც ხდება და ევროპა თქვენ გვერდით დგას. ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა. ასევე ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს, ან რომ სხვა გზას რუსეთის შიშით ირჩევენ. მათ რუსეთის არ ეშინიათ. მათ ეშინიათ ევროკავშირისა და იმ თავისუფლებების, რომლებსაც ის თავის მოქალაქეებს ანიჭებს. თავისუფალი არჩევნები ყოველთვის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. ასე მოხდა უნგრეთში, ასე მოხდა სერბეთში და მჯერა, ასე მოხდება საქართველოშიც. მაგრამ ცვლილება არ მოვა ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან. ის საქართველოდან მოვა. ვიცი, რომ ძნელია. ამას დრო სჭირდება. ამას სჭირდება მოთმინება, ერთიანობა და შეუპოვრობა. მაგრამ ცვლილება ყოველთვის მოდის. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, საქართველო!“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირასა იუკნევიჩიენე - ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა
  2. ფორმულაოპოზიციურიიუკნევიჩიენე: "ოცნება" გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები