შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და განხორციელებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დანაშაულის სტატისტიკასა და დანაშაულის გახსნის მაღალ მაჩვენებელზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…