პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს თითქმის 140 მილიარდ ევრომდე გაზრდის

გერმანიის ბუნდესტაგმა 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში თავდაცვის ხარჯების რეკორდული, თითქმის 140 მილიარდ ევრომდე ზრდა მეორე მოსმენით დაამტკიცა.

გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს თითქმის 140 მილიარდ ევრომდე გაზრდის
რუსთავი 2

რეკორდული მაჩვენებელი "ცივი ომის" დასრულების შემდეგ - გერმანიის ბუნდესტაგმა, 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დაამტკიცა.

მომავალი წლისთვის ამ მიმართულებით 139,4 მილიარდი ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული.

გერმანიის პარლამენტმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი მმართველი კოალიციის - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა დაუჭირეს, წინააღმდეგ კი ოპოზიციური პარტიები "ალტერნატივა გერმანიისთვის", "მწვანეები" და "მემარცხენეები" გამოვიდნენ.

თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაახლოებით 140 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას ქვეყნის მოსახლეობის, ბუნდესვერის სამხედროებისა და მოკავშირეების წინაშე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება უწოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები