პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის

ისრაელის საფეხბურთო კლუბმა „ჰაპოელ ბეერ-შევამ“ ბათუმში „ბეშიქთაშთან“ მატჩისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ ქალაქს და სამართალდამცველებს გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის მადლობა გადაუხადა. სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც რამდენიმე პირი დააკავეს.

ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის
ფორმულა

ისრაელური საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" ბათუმში "ბეშიქთაშთან" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს ჩვენი მადლიერება დავაფიქსიროთ მათდამი, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა ისევე, როგორც ჩენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე და გასულ ღამეს ჩართულნი იყვნენ იმაში, რომ ყველა უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო.

ბევრი მადლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და ქალაქ ბათუმს მათი სამაგალითო სტუმართმოყვარეობისთვის და ჩვენი გულშემატკივრების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზოარეცს, და ბეერ-შევას მერს, რუბიკ დალინოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კონტაქტში იყვნენ. მადლობა ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მრავალ ადგილობრივ და ისრაელელ სამართალდამცავ პერსონალს, რომლებიც ღამის განმავლობაში გვეხმარებოდნენ და უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ყოველი გულშემატკივარი უსაფრთხოდ მისულიყო საცხოვრებელ ადგილამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში, თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, "ოცნების" ხელისუფლების სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიისრაელური საფეხბურთო კლუბი “ჰაპოელ ბეერ-შევა” ბათუმში “ბეშიქთაშთან” მატჩისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიისრაელური საფეხბურთო კლუბი საქართველოს მადლობას უხდის
  3. სპორტალინეიტრალური"მადლობა საქართველოს პოლიციას და ბათუმს" - "ჰაპოელმა" განცხადება გაავრცელა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები