პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“ასე ჰყავდათ ქართველები გალიაში დატყვევებული ულუკმაპუროდ და უწყლოდ. თავად კი, ზეიმობდნენ” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტ სალომე სიმონიას განცხადებით, 2008 წლის ომისა და შემდგომი ოკუპაციის შედეგად რუსეთმა ასობით მოქალაქე იმსხვერპლა, 151 სოფელი წაართვა და ათიათასობით ადამიანი დევნილად აქცია.

“ასე ჰყავდათ ქართველები გალიაში დატყვევებული ულუკმაპუროდ და უწყლოდ. თავად კი, ზეიმობდნენ” – სალომე სიმონია
ალია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

ასე ჰყავდათ ქართველები გალიაში დატყვევებული ულუკმაპუროდ და უწყლოდ. თავად კი, ზეიმობდნენ.

ტყვეებს აშიმშილებდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.

● 2008 წელს, რუსებმა 408 ქართველი მოგვიკლეს. აქედან, 224 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო, 14 პოლიციელი.

● მოკლულთა გარდა, დაშავდა 2232 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაიკარგა- 30

● წაგვართვეს 151 სოფელი. ბევრი მათგანი მიწასთან გაასწორეს.

● ომის მერე, ათეულობით კილომეტრის მავთულხლართი გაავლეს დამატებით.

● მცოცავი ოკუპაციის შედეგად ასეულობით ჰექტარი მიწა მიიტაცეს.

● 2008 წელს, რუსების გამო 192 000 ადამიანს საცხოვრისის იძულებით შეცვლა მოუწია.

● 30 000-მდე ადამიანი / 10 000-მდე ოჯახი დევნილად აქციეს.

● 2008 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი.

● არჩილ ტატუნაშვილი უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს.

● დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია 17 ჩვენი მოქალაქე.

● ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აკრძალეს ქართული ენა.

● 2009-2023 წლებში საოკუპაციო ძალებმა საზღვრისპირა სოფლებიდან 1500-მდე ადამიანი, მათგან 175 ქალი და 42 ბავშვი გაიტაცეს.

● 2018 წელს, რუსების დაფინანსებული პროგრამით, 268 სახლს ბულდოზერით გადაუარეს. მათ ადგილას სამხედრო ბაზა და საცხოვრებლები ააშენეს.

● დაანგრიეს ქართული ეკლესიები.

❗️რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს მტერი❗️

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: “2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრა რუსეთს; 2022 წელს ჰააგაში დაკავების ორდერები იქნა გამოცემული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ პირებზე; 2023 წელს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქართველ სამხედროებს არანაირი დარღვევა არ ჩაუდენიათ”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები