ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან 2.5911 ლარამდე, ხოლო ევროსთან 2.8406 ლარამდე გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 3.4016 ლარამდე გაუფასურდა.

27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5911 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8406 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4016 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირის კურსმა 5.12 თეთრი შეადგინა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…