პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქართულ ბანკებს ₾15 მილიარდის იპოთეკური სესხი აქვთ გაცემული

საქართველოს ეროვნული ბანკი

ქართული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების ჯამურმა პორტფელმა 15 მილიარდ ლარს პირველად გადააჭარბა, ხოლო ერთი ახალი სესხის საშუალო მოცულობა 106 ათას ლარამდე გაიზარდა.

ქართულ ბანკებს ₾15 მილიარდის იპოთეკური სესხი აქვთ გაცემული
BM.GE

2026 წლის ოქტომბერში ქართული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების ჯამურმა პორტფელმა 15 მილიარდ ლარს პირველად გადააჭარბა. ეს წინა თვესთან შედარებით 218 მილიონი ლარით მეტი იყო, ერთწლიან ჭრილში კი პორტფელის მატება 2 მილიარდ ლარს, ანუ 15%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ქართულ ბანკებს სულ 178,813 აქტიური იპოთეკური სესხი ჰქონდათ გაცემული, რაც წლიურად 10,947 ერთეული იპოთეკური სესხით მეტია. თუმცა თავის მხრივ ეს არ ნიშნავს რომ გასული პერიოდის განმავლობაში ბანკებმა მხოლოდ 10 947 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს, რადგანაც ახალი კრედიტების გაცემასთან ერთად წარსულში გაცემული იპოთეკური სესხების მომსახურება სრულდება, შესაბამისად 10,947 წარმოადგენს ამ ორ სიმრავლეს შორის სხვაობას.

რაც შეეხება უშუალოდ ახალი იპოთეკური კრედიტების ნაკადებს, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის 10 თვეში ქართულმა ბანკებმა სულ 52,649 ახალი იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა ჯამური მოცულობაც 5.57 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ამასთან, თუკი გასულ წელს ერთი ახალი იპოთეკური სესხის საშუალო ზომა შეადგენდა 89 ათას ლარს, 2026 წელს ეს თანხა 106 ათას ლარს აღწევს, რაც ძირითადად დაკავშირებულია უძრავი ქონების ფასების მატებასთან.

ამასთან, შემცირებულია იპოთეკური კრედიტების განაკვეთი, 2026 წლის ოქტომბერში ახლად გაცემული ლარის იპოთეკების საშუალო განაკვეთი 10.45% იყო, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სესხის განაკვეთი 12.47% იყო, შესაბამისად, ამ მხრივ განაკვეთი 2.02 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები 77.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - წლიური მატება 21%-იაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები