პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა: საფინანსო სექტორში ლიცენზირების პროცედურების გამარტივება ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პარლამენტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საფინანსო სექტორში ლიცენზირების პროცედურების გამარტივება ახალი ინსტიტუტების შემოსვლასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ნათია თურნავა: საფინანსო სექტორში ლიცენზირების პროცედურების გამარტივება ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს
იმედინიუსი

„საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორში ლიცენზირებისა და რეგულირების პროცედურების გამარტივება ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლასა და არსებულ ფინანსურ ორგანიზაციებში ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, კანონპროექტის მიზანია წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის გადახედვა და იმ პროცედურების გამარტივება, სადაც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება შესაძლებელია.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფინანსო, განსაკუთრებით კი საბანკო სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პირველ ადგილზეა. სექტორზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 36-40% მოდის, რაც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესის მაჩვენებელია.

„რადგან ეს დარგი არის ნომერი პირველი, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, ჩვენც უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი და ამ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პროცედურების გამარტივება არ გულისხმობს საზედამხედველო მოთხოვნების შემსუბუქებას. ეროვნული ბანკი კვლავ მკაცრად შეაფასებს საქართველოში შემოსვლის მსურველი ინვესტორების შესაბამისობას დადგენილ კრიტერიუმებთან.

ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული მაღალი რეიტინგების გათვალისწინებას, რათა იმ შემთხვევებში, როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ან მის მარეგულირებელ გარემოს მაღალი საერთაშორისო შეფასება აქვს, აღარ გახდეს საჭირო ყველა საკითხის ნულიდან გადამოწმება.

ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი მზადაა სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან ინვესტიციების მოზიდვისთვის და მიესალმება როგორც ინდური, ისე ყაზახური, ბრიტანული და სხვა ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების ინტერესს.

„ეს ცვლილება განპირობებულია არა კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, არამედ დარგის განვითარების დინამიკიდან გამომდინარე. პრივილეგია არავის სჭირდება და არც ისარგებლებენ. ლაპარაკია იმაზე, რომ თუკი არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგი, ჩვენ ეს მივიღოთ მხედველობაში და ნულიდან არ დავიწყოთ იმ საკითხის გადამოწმება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო კომპანიების მიერ უკვე შეფასებულია“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა. პარლამენტმა 76 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ დოკუმენტს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიიქნება ეს ინდური, ყაზახური, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ - ნათია თურნავა
  2. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: საფინანსო სექტორში ლიცენზირების პროცედურების გამარტივება ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს
  3. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია თურნავა: გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალია, საბანკო სექტორს ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები