ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
მადრიდის "ატლეტიკომ" პსჟ-ის უარი განუცხადა ხულიან ალვარესის ტრანსფერზე. Teamtalk-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბი სეზონის შუაში არგენტინელი შემტევის გაყიდვას არ გეგმავს.

Teamtalk-ის ინფორმაციით, პსჟ-მა გუნდში ტრავმების ეპიდემიის ფონზე "ატლეტიკოს" გუნდის 26 წლის არგენტინელი შემტევის ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
მადრიდული გუნდი თავისი ერთ-ერთი ლიდერის გასხვისებას სეზონის ნახევარში არ გეგმავს და თავად "როხიბლანკოდან" წასვლა ამ დროს არც თავად ფეხბურთელს სურს.
სავარაუდო იყო, რომ კვარაცხელიას ტრავმის გამო პსჟ ზამთარში შეტევით ხაზში არ გაძლიერდებოდა და ამაზე ლუის ენრიკეც მიანიშნებდა, თუმცა კიდევ ერთი ვარსკვლავისა და ლიდერის დეზირე დუეს დაშავების გამო, სიტუაცია დიდი ალბათობით, შეიცვლება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…