ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს

ბარსელონა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით დაკისრებულ 602-ევროიან ჯარიმას გაასაჩივრებს. კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ წესები არ დაურღვევიათ და ჯარიმის გადახდას დანაშაულის აღიარებად მიიჩნევს.

"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებსსპორტალი

Sport.es იუწყება, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის (RFEF) მიერ დაკისრებულ 602-ევროიანი ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს.

საქმე ზაფხულში ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგას ეხება. "ატლეტიკომ" საჩივარი შეიტანა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და FIFA-ში, სადაც "ბარსელონა" ფეხბურთელთან წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე დაკავშირებაში დაადანაშაულა.

FIFA-მ განაცხადა, რომ საკითხის გამოძიება მის კომპეტენციაში არ შედის. ესპანეთის ფედერაციამ დარღვევა უმნიშვნელოდ მიიჩნია და დისციპლინური კოდექსის 133-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა დააკისრა.

წყაროს ცნობით, მიუხედავად ჯარიმის მცირე ოდენობისა, კატალონიური კლუბი დარღვევის აღიარებას არ აპირებს. ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ რომ ისინი წესების დაცვით მოქმედებდნენ და "ატლეტიკოს" არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებაც გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. კლუბში ფიქრობენ, რომ ჯარიმის გადახდა დანაშაულის აღიარების ტოლფასი იქნება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
Celebrity Traitors-ის ფინალში რომეშ რანგანათანმა და სებასტიან კროფტმა გაიმარჯვესწაიკითხე

უახლესი ამბები