მარიამ ლაშხი: რუსეთის მხარეს არაერთხელ დაურღვევია სამართლიანობის პრინციპი და ღვინის კომპანიების სანქცირების გადაწყვეტილებაც არის უსამართლო მიდგომა - ერთადერთი ახსნაა, კიდევ ერთი, დამატებითი საშუალება და წყარო მისცეს ოპოზიციურ მხარეებს, მათ ფავორიტ სააკაშვილს
მარიამ ლაშხი რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების სანქცირებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამის ერთადერთი ახსნა ოპოზიციისთვის და მათი ფავორიტი სააკაშვილისთვის ტემპერატურის ასაწევად წყაროს მიცემაა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ქართული ღვინის კომპანიებთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„რუსეთის მხარეს არაერთხელ დაურღვევია სამართლიანობის პრინციპი და ღვინის კომპანიების სანქცირების გადაწყვეტილება არის უსამართლო მიდგომა. რაც შეეხება უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, ერთადერთი ახსნაა - კიდევ ერთი, დამატებითი საშუალება და წყარო მისცეს ოპოზიციურ მხარეებს, მათ ფავორიტ სააკაშვილს იმისათვის, რომ გაიზარდოს ტემპერატურა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა გონიერია და ყველა ნაბიჯს, განსაკუთრებით, სახელმწიფოს გონივრულ ნაბიჯებს შესაბამისად აფასებს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
ცნობისათვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე ელოდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, თუმცა გალუზინმა აცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორი კომპანიის სანქცირებას აპირებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…