ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა ანერვიულებს, პირველ რიგში, რუსეთს და მის სატელიტებს” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, აშშ-ის არჩევნებამდე რუსეთი ცდილობს გავლენის სფეროები გააფართოოს, საქართველოში მთელი პროდასავლური ფლანგი პოლიტიკური სივრციდან ამოშანთოს და ქვეყნის საკუთარ ორბიტაზე ინტეგრაცია შეუქცევადი გახადოს.

“ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა ანერვიულებს, პირველ რიგში, რუსეთს და მის სატელიტებს” – გია ხუხაშვილი
“ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა ანერვიულებს, პირველ რიგში, რუსეთს და მის სატელიტებს” – გია ხუხაშვილიალია

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

ყველაფერი, რაც დღეს ხდება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება აშშ-ში 3 ნოემბრის არჩევნებს.

ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა, ბუნებრივია, ანერვიულებს ყველა ავტორიტარს, მათ შორის, პირველ რიგში რუსეთს და მის სატელიტებს.

ამიტომ, ისინი ჩქარობენ, რათა 3 ნოემბრამდე მაქსიმალურად წინ წაიწიონ გავლენის სფეროების კონტროლის კუთხით, მათ შორის საქართველოში.

განცხადებები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან “სამშვიდობო ხელშეკრულებაზე”, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, რუსეთის ბაზარზე მომუშავე კომპანიების პრესინგი, ამ კონტექსტში უნდა იყოს მოაზრებული.

ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ პარტიების გაუქმების პროცესის ფორსირება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს უბრალოდ პარტიების გაუქმება კი არა, მთელი პრო-დასავლური ფლანგის ამოშანთვის მცდელობაა ლეგალური პოლიტიკური სივრციდან.

რუსეთს ესმის, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, ტრამპს აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ პუტინს რევერანსები უკეთოს, რადგან ეს შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით დასრულდეს. ამიტომ უნდა შეეცადოს, რომ სადაც ჯერ კიდევ შეუძლია, რუსეთის გავლენის სფეროში ინტეგრაციას შეუქცევადი ხასიათი მისცეს.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაზე კარგად საქართველოში გამოსდის…

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?