კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს აგენტურულ ქსელს, რომელიც ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ამას მოყვება რეაგირება
კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის შესაძლო აკრძალვა და უნივერსიტეტების დამეგობრებაზე საუბარი ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და ოპოზიციის სახით არსებულ „აგენტურულ ქსელს“ აძლიერებს.

კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რას გვეუბნება რუსული მხარე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება რატომ, პრობლემა რა არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსული მხარისგან ერთი მხრივ, ქართული ღვინის სანქცირება და მეორე მხრივ, უნივერსიტეტების დამეგობრებაზე საუბარი, ალოგიკური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და აძლიერებს ოპოზიციას. დედაქალაქის მერმა გამოთქვა იმედი, რომ ამგვარ ქმედებებს შეფასებები და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ეს ხომ არალოგიკურია, ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ამ ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს ამ უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება შეფასებები და მოყვება ასევე შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაკახა კალაძე - რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს - რატომ უნდა დასანქცირდეს ღვინო? პრობლემა რა არის?
კახა კალაძე – რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ – ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს – რატომ უნდა დასანქცირდეს ღვინო? პრობლემა რა არის?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…