პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია

ფინანსთა სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გიორგი არდაზიშვილი, ხოლო მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა. ყოფილმა პირველმა მოადგილემ გიორგი გელაშვილმა განაცხადა, რომ წასვლა ხელმძღვანელობასთან ერთობლივად გადაწყვიტა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია
BM.GE

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია.

მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი არდაზიშვილი გახდა, რომელსაც აქამდე მოადგილის პოსტი ეკავა.

როგორც ირკვევა, გიორგი არდაზიშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი გელაშვილი შეცვალა, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის მამუკა მდინარაძის კადრად განიხილებოდა. "ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ და მეც... ერთობლივად გადავწყვიტეთ და მირჩევნია", - ასე უპასუხა "პირველების" კითხვას გადადგომის მიზეზებზე თავად გიორგი გელაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს მერაბ გამყრელიძის მეორე მოადგილედ კი, მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა. ის 2019-2026 წლებში 'საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა - ბოლო ორი წელი კი, პროექტების მენეჯერი იყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ ახლად დანიშნული მოადგილე კონსტანტინე ქათამაძე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დღეს წარუდგინა და მისი პროფესიული გამოცდილება გააცნო.

"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის, პროფესიული სტანდარტების დაცვისა და დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე დავით არდაზიშვილი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - წერია პრესრელიზში.

ცნობისთვის: საგამოძიებო სამსახურის უფროს მერაბ გამყრელიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე წელს, 14 სექტემბერს დაინიშნა, სულ ორი მოადგილე ჰყავს.

გიორგი არდაზიშვილის და კონსტანტინე ქათამაძის საქმიან ბიოგრაფიას სრულად აქ გაეცნობით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა
  2. რუსთავი 2სამთავრობოკონსტანტინე ქათამაძე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
  3. TV პირველიოპოზიციურისაკადრო ცვლილებებია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი გელაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები