პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტრო

საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე ავსტრიის შსს-ის მეკავშირე ოფიცერ ჰარალდ მიულებნერს შეხვდა, სადაც საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლასა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა
იმედინიუსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან, ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მეკავშირე ოფიცერთან ჰარალდ მიულებნერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობის გააქტიურებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო პრიორიტეტები.

ასევე იმსჯელეს პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და აღნიშნეს, რომ ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა ხელს შეუწყობს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და დაგეგმონ ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს უწყებებს შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები