მარკ რუტე: რუსეთი NATO-ს ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს, ალიანსი კი კიდევ უნდა გაძლიერდეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი ალიანსის წევრებს არასდროს დასხმია თავს, თუმცა გაიხსენა ომები ავღანეთში, საქართველოში და უკრაინაში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს არასდროს დასხმია თავს.
ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაიხსენა წარსულში განხორციელებული სამხედრო თავდასხმები: ავღანეთზე 1979 წელს, საქართველოზე 2008 წელს და უკრაინაზე 2014 წელს.
მარკ რუტეს შეფასებით, NATO „უაღრესად ძლიერია“, თუმცა ალიანსის გაძლიერება კვლავ უნდა გაგრძელდეს.
„ეს არის ძალაზე დაფუძნებული მშვიდობა“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…