შტორმი, წვიმა და ძლიერი ქარი - აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატები სტიქიური უბედურების ზონაა
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს: ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 850 000-ზე მეტი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატები სტიქიური უბედურების ზონაა. შტორმი, წვიმა და ძლიერი ქარი პენსილვანიას, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკს, მერილენდს, ვირჯინიასა დ ვაშინგტონს დაატყდა თავს.
ნიუ-ჯერსის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები.
მასშტაბური შეფერხებებია ენერგოსისტემაში, ქვეყნის მასშტაბით 850 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…