ზურაბ ბატიაშვილი: ის რაც ბათუმში მოხდა, პირდაპირ კავშირშია ქოციზმთან და აი, როგორ
ზურაბ ბატიაშვილი: ის რაც ბათუმში მოხდა, პირდაპირ კავშირშია ქოციზმთან და აი, როგორ: თურქეთი და ისრაელი ლამის სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე არიან. ამიტომ ამ მატჩის ჩატარებაზე არამხოლოდ სხვა ქვეყნებმა თქვეს უარი, არამედ უარი თქვა თავად მასპინძელმა ანუ თურქულმა მხარემ (არავის უნდა ზედმეტი შარი);

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი:
ის რაც ბათუმში მოხდა, პირდაპირ კავშირშია ქოციზმთან და აი, როგორ:
თურქეთი და ისრაელი ლამის სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე არიან. ამიტომ ამ მატჩის ჩატარებაზე არამხოლოდ სხვა ქვეყნებმა თქვეს უარი, არამედ უარი თქვა თავად მასპინძელმა ანუ თურქულმა მხარემ (არავის უნდა ზედმეტი შარი);
მერე შესთავაზეს ქოცებს. ქოცებმა თავიანთი მოკლე და ოპორტუნისტული ტვინით იფიქრეს, ამას რა ჯობია, თან ჩვენი (ანუ ქოცების) სასტუმროები დაიტვირთება ბათუმში, თან უფრო მეტი კლიენტი შევა ისევ ჩვენ კაზინოებში და ჩვეულებრივზე მეტ ფულს ვიშოვითო.
ფულის ამ სიყვარულში ისე არიან გონებადაბინდულნი, რომ არც თავად აინტერესებთ და არავის ჰკითხეს, რა ხდება თურქეთსა და ისრაელს შორის, ან რას ნიშნავს “ბეშიქთაშის” ფანკლუბელობა და სიხარულით დათანხმდნენ ამ წინადადებას.
დანარჩენი რაც მოხდა, კი იცით და მათ დეტალებაზე აქ აღარ დავწერ.
ხო, იმასაც ვერასოდეს მიხვდებიან, რატომ დადგა მთელი თურქეთი ფეხზე როცა საქმე პალესტინას ეხება, რატომ ჩაერთო ამ თემაში ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები. საქართველოს იმიჯიც საკმაოდ შეილახა ამ ამბავში.
მაგრამ ახლა ეგ ადარდე ქოცს. ისევ კორპუსების ბიზნესს მიაწვებიან ან რამე ახალ შარს გამოთხრიან.
ქოცობა და გაუნათლებლობაა ყველა უბედურების სათავე ამ ქვეყანაში. სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, შარიდან შარამდე ვიცხოვრებთ. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…