თენგიზ შარმანაშვილი: USAID მიმართული იყო გარკვეული წრეების, „დიფ სთეითის“ ინტერესების გასატარებლად რათა ზემოქმედება მოეხდინათ სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე
დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით, USAID მიმართული იყო „დიფ სთეითის“ ინტერესების გასატარებლად, რათა სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედება მოეხდინათ.

ეს ორგანიზაცია [USAID] მიმართული იყო არა აშშ-ის ინტერესების დასაცავად, არამედ გარკვეული წრეების, „დიფ სთეითის“ ინტერესების გასატარებლად რათა ზემოქმედება მოეხდინათ სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატმა კომენტარი გააკეთა USAID-ის გასაჯაროებულ ფაილებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ამას გაცილებით ადრე ვამბობდით, ვიდრე აშშ-ის ადმინისტრაციამ ხმამაღლა დაიწყო ამაზე საუბარი. გახსოვთ, იყო ერთი ამბავი - როგორ შეიძლება ამ ორგანიზაციების ასე შეფასება, ისინი ხომ მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას უჭერენ მხარსო. მაგრამ თავად აშშ-ის ადმინისტრაციამ გადაასხა ცივი წყალი მათ მოღვაწეობას“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…