EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება - გრიგოლ გეგელია
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროკავშირი სანქციების სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვს.

„ლელო — ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტში გუშნ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება - გეგელიას თქმით, ბრიუსელი სანქციების სამიზნეებად განიხილავს ყველა იმ პირს, "ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება".
როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, ეს ევროკავშირის კარგად აპრობირებული და გამოცდილი სასანქციო ფილოსოფიაა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში არც იცვლება და არც შეიცვლება, რადგან წევრი ქვეყნები მსგავს მიდგომაზე შეთანხმებულები არიან.
რა თქმა უნდა, ევროპული კავშირის მიზანი არის, რომ ყველა ის პირი, რომელიც ამ რეჟიმს წარმოადგენს, ან და მას ეხმარება ქართველი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევაში და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლაში — ისევ ქართველ ხალხს არ შეუცვლია ეს საგარეო პოლიტიკა და ეს ჯგუფები ცვლიან — ყველა ასეთი პირი, რა თქმა უნდა, ევროპული კავშირის მიერ განიხილება როგორც პოტენციური სამიზნე სანქციებისა. ეს არის ევროპული კავშირის კარგად აპრობირებული და გამოცდილი სასანქციო ფილოსოფია, ის არც საქართველოს შემთხვევაში არ იცვლება და არც არასოდეს არ შეიცვლება, იმიტომ რომ წევრები არიან შეთანხმებული ამ ტიპის მიდგომაზე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ისინი ამა თუ იმ პირებს ასანქციებენ.“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…