პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ შეფ-მზარეულებთან შეხვედრაზე დარგის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ შეფ-მზარეულებთან შეხვედრაზე სექტორის გამოწვევები, პროფესიული განათლების გაძლიერება და ქართული კულინარიის საერთაშორისო პოპულარიზაცია განიხილა.

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ შეფ-მზარეულებთან შეხვედრაზე დარგის განვითარების შესაძლებლობები განიხილა
რუსთავი 2

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დარგობრივი შეხვედრების ფარგლებში, შეფ-მზარეულებთან ერთად, სექტორში არსებული გამოწვევები, ქართული კულინარიის განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რესტორნების, გასტრონომიული პროექტებისა და პროფესიული სფეროს წარმომადგენლები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების გაძლიერებას, პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული კულინარიული ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე, ხარისხის დაცვაზე, ქართული სამზარეულოს საერთაშორისო ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რა მიმართულებებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და თვითონ შეფ-მზარეულები როგორ ხედავენ ქართული კულინარიის განვითარების მომავალს. ჩვენი ამოცანაა, სააგენტო იყოს პლატფორმა, რომელიც დარგთან ერთად იმუშავებს როგორც პრობლემების იდენტიფიცირების, ისე ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ქართული გასტრონომიის საერთაშორისო აღიარების მიმართულებით“,- განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან ქარუმიძემ.

შეფ-მზარეულებმა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია პრობლემების სწორად განსაზღვრა.

"არსებული პრობლემების გადაწყვეტა მნიშვნელოვანია როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის დონეზე. რა თქმა უნდა, საუბარია, ქართულ გასტრონომიაზე, მის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დავინახე, ეს არის ორმხრივი მზაობა იმისათვის, რომ ეს დიალოგი არ იყოს ფორმალური, არამედ იყოს საქმიანი და შინაარსიანი", - განაცხადა პროფესიულ კოლეჯის "იკაროსის" კულინარიული პროგრამების ხელმძღვანელმა მანუელ ფაუნდესმა.

ქართული კულინარიისა და დარგის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები სააგენტოსთან რეგულარული კონსულტაციების ფორმატში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დარგის წარმომადგენლებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს. სააგენტოს მიზანია დარგის განვითარება, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის ტრადიციული წარმოების თემაზე გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები