პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის წარმოების საკითხებზე გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ პირველი სამუშაო შეხვედრა ქართული ყველის წარმოების ტრადიციების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და შემდგომ UNESCO-ს ნუსხაში წარდგენის საკითხებზე გამართა.

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის წარმოების საკითხებზე გამართა
BM.GE

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი შეხვედრები დაიწყო. უწყების ცნობით, გამართული პირველი შეხვედრა ქართული ყველის ტრადიციული წარმოების საკითხებს მიეძღვნა, რომელშიც გასტრონომიის მკვლევრები, ყველის მწარმოებლები, ფერმერები, მეცნიერები, დარგობრივი ასოციაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სააგენტო წერს, რომ პირველ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ყველის დამზადების მრავალფეროვანი ტრადიციების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების ინიციატივა განიხილეს. გარდა ამისა, იმსჯელეს რეგიონებში არსებული უნიკალური ცოდნის შესწავლაზე, დოკუმენტირებაზე, ავთენტურობის დაცვის მექანიზმების შექმნასა და სამომავლოდ ქართული ყველის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის შესაძლებლობაზე.

„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა საქართველოში ყველის დამზადების მრავალფეროვანი ტრადიციების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, როგორც დარგობრივი სახელმწიფო უწყებების, ასევე სამეცნიერო საზოგადოების და, უშუალოდ, ყველის ტრადიციული მწარმოებლების, ასოციაციებისა და თემების ერთობლივი ძალისხმევა. ეროვნული ნომინაციის მომზადება საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს, როგორც ისტორიას, ასევე დარგის ამჟამინდელ მდგომარეობას“, - განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან ქარუმიძემ.

საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების, მეწარმეებისა და სახელმწიფო უწყებების ერთ სივრცეში გაერთიანება დარგში არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრას შეუწყობს ხელს.

„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ უფრო გამიმყარა იმედი, რომ გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნა მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება იყო — სახელმწიფოს, მეწარმეების, მკვლევრების, მეცნიერების, ეთნოგრაფებისა და არქეოლოგების ერთ სივრცეში გაერთიანება, რათა ყველის მიმართულებით არსებული საკითხები ერთობლივად გადავჭრათ. საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი ყველი და რძის პროდუქტი გვაქვს აღმოსაჩენი, შესასწავლი და დასარეგისტრირებელი“, - აღნიშნა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დარგის გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან და ბიზნესსექტორთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელად 3 აგვისტოს ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

იქამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ ირაკლი კობახიძემ დადგენილება 18 ივნისს გამოსცა, ხოლო სააგენტოს დებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 ივლისს დაამტკიცა.

დებულების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. უწყების სტრუქტურაში 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური შეიქმნება, მათ შორის გასტრონომიული მემკვიდრეობის, განვითარების, პოპულარიზაციისა და პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული, ადამიანური რესურსებისა და ანალიტიკის სამსახურები.

სააგენტოს უფლებამოსილებებს შორისაა ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, დოკუმენტირება და ციფრული აღრიცხვა, ტრადიციული პროდუქტებისა და ენდემური კულტურების პოპულარიზაცია, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მხარდაჭერა, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების განვითარება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.

სააგენტო დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ გაწეული მომსახურების საფასურიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგასტრონომიის ეროვნული სააგენტოს პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის ტრადიციული წარმოების თემაზე გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს პირველი დარგობრივი შეხვედრა ქართული ყველის ტრადიციული წარმოების თემაზე გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები