გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადარჩენილი ფრინველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეების მიერ ნაპოვნი ბუ და „წითელი ნუსხით“ დაცული სამი ბუხრინწა ზოოპარკში მკურნალობის შემდეგ ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მოქალაქეების მიერ უმწეო მდგომარეობაში ნაპოვნი ფრინველები გადაარჩინეს.
ქალაქ რუსთავში ნაპოვნი ბუ და თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ბუხრინწა დეპარტამენტის ეკიპაჟებმა თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიაბარეს.
ზოოპარკის თანამშრომლებმა ფრინველებს ვეტერინალური დახმარება გაუწიეს.
გამოჯანმრთელების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუ და ბუხრინწები ბუნებრივ არეალში - კოჯრის მიმდებარედ, ტყეში დააბრუნეს.
„მიუხედავად იმისა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი და დაზიანებული ფრინველების მოვლა-პატრონობა არ არის დეპარტამენტის მოვალეობა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, პერიოდულად გვიწევს მათი ზოოლოგიურ პარკში გადაყვანა. რეაბილიტაციის გავლისა და საბოლოო გამოჯანმრთელების შემდეგ გადარჩენილი ფრინველები უბრუნდებიან ველურ ბუნებას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ქურციკაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…