სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა წითელი ხიდის სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება "თებაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…