პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „თვითნებურად დაკავებული პირების“ შესახებ მტკიცების მიუხედავად, ევროკავშირი ვერც ერთ ფაქტსა და კონკრეტულ პირს ვერ ასახელებს.

შალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ
იმედინიუსი

ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციას, რომ ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ ეთხოვა წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“.

„ცილისწამება - „ცრუ ბრალდებების ან დამახინჯებული ცნობების გაჟღერება, რაც სხვას ცილს სწამებს და მის რეპუტაციას აზიანებს“ (მირიამ-ვებსტერის ლექსიკონი).

როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“.

ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს“, - წერს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ "თვითნებურად დაკავებული პირები", მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვის ცილისწამებას დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს - ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები