პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს - ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უმწიფრობას ავლენს და ის გლობალური მოთამაშის როლს კარგავს. პარლამენტის თავმჯდომარე კაია კალასის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს - ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კაია კალასის განცხადებას ეხმიანება, რომ "აშშ-ს არ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს, ამ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ევროპას შეუძლია".

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო მეტად ავლენს უმწიფრობის და არათანმიმდევრულობის ნიშნებს.

"აშშ-ზე აქცენტის გაკეთებით კაია კალასი გვერდს უვლის მთავარ ფაქტს: მოლაპარაკების მხარე უკრაინაა, ხოლო ევროპული უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაცაა. რა გამოდის? უკრაინას, რომელსაც ქალბატონი კალასი ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზს უწოდებს, ევროკავშირის ტერიტორიის სისხლით დაცვას ანდობენ და მოლაპარაკებებში ევროკავშირის ინტერესების სიტყვით დაცვას - არა? და, თუ უკრაინა ამ მოლაპარაკებებში, მისთვის მისაღები პირობებით მიაღწევს მშვიდობას, რომლის ერთ-ერთი წინაპირობაც შესაძლოა ევროკავშირის სანქციებს ეხებოდეს, ევროკავშირი ამ შეთანხმებას ჩაშლის? ევროკავშირის ამ რიტორიკის ფონზე ხომ ცხადია, რომ ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, ომი საკუთარი პირობებით დაასრულოს? ცხადია, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო მეტად ავლენს უმწიფრობის და არათანმიმდევრულობის ნიშნებს. შედეგად, ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს, და სწორედ ეს არის, ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ", - წერს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის რიტორიკის ფონზე, ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, ომი საკუთარი პირობებით დაასრულოს?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ჩინეთის მხრიდან არასოდეს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ბრიუსელიდან, ჩინეთთან თანამშრომლობა თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ეფუძნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები