პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ "თვითნებურად დაკავებული პირები", მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვინც „თვითნებურად დაკავებული პირების“ არსებობას ამტკიცებს, მაგრამ ფაქტებსა და სახელებს ვერ ასახელებს, ცილისმწამებელია. მისი თქმით, ბრიუსელის მმართველი ძალა ცილისწამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს.

შალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ "თვითნებურად დაკავებული პირები", მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ზურაბაშვილი-ჰერჩინსკის შეხვედრას ეხმაურება, აღნიშნულ შეხვედრაზე ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ ეთხოვა იმ პირთა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, ვინც "თვითნებურად დაკავებულთა შორის" იგულისხმებიან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, "ცივილიზაციური უფსკრული" იმაშიც მდგომარეობს, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს ღირებულებით საწყისებს აშორებს და ტყუილსა და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილისწამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს.

"ცილისწამება - "ცრუ ბრალდებების ან დამახინჯებული ცნობების გაჟღერება, რაც სხვას ცილს სწამებს და მის რეპუტაციას აზიანებს" (მირიამ-ვებსტერის ლექსიკონი).

როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ "თვითნებურად დაკავებული პირები," მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას "სიტყვის კონითაც."

ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს," - წერს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვის ცილისწამებას დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები