პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზელენსკისთვის პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრად მოხსენიების ტოლფასია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმირ პუტინისთვის „მეგობრის“ წოდებას უცნაური უწოდა და განაცხადა, რომ პუტინი „აგრესორი და მკვლელია“, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერისთვის „კარგი მეგობრის“ დაძახების ტოლფასია.

ზელენსკისთვის პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრად მოხსენიების ტოლფასია
რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული შეხვედრის შემდეგ თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პუტინთან ერთად ჩინეთში გადაღებული ფოტო, დიდი წარწერით: „ჩემი მეგობარი“.

ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა უშუალოდ შეხვედრის დღესაც, 19 ნოემბერს.

„აგრესორი და მკვლელი“ მეგობარი ვერ იქნება

BBC-სთან უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ 26 ნოემბერს ღამით გამოაქვეყნდა.

ჟურნალისტ სარა რეინსფორდის ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა იგრძნო უკრაინის პრეზიდენტმა, როცა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო და წარწერა ნახა.

ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი იყო, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის საქმეა, მაგრამ „უცნაურია“.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, პუტინი „აგრესორი და მკვლელია“ და „ის მეგობარი ვერ იქნება. ზელენსკის განცხადებით, ეს იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ვინმეს ჰიტლერზე ეთქვა, რომ ის „კარგი მეგობარია“.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი: პუტინს ვკითხე, „ეს ომი მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი?“, მან კი მიპასუხა, რომ „არა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები