პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!

კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 25-ე წუთზე ქობულაძემ გაიტანა.

კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ 1:0 მოუგო.

მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, რომელთა რიგებში საზონოვი ძირითდ შემდგენლობაში იყო - რისკოს დარტყმული მაკარიძემ მოიგერია. შემდეგ შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ კაფეს გატანა სორიამ არ დაანება. მერე ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველი ქობულაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და იბერიელები დააწინაურა. კორღალიძის შეგირდები ჩინებულად ირჯებოდნენ და პირველი ტაიმი დამსახურებულად, 1:0 მოიგეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი „იბერია 1999“-მა აქტიურად დაიწყო, ძაგანიას თავური სორიამ მოიგერია. 57-ე წუთზე მეკარემ სელიმოვიჩის დარტყმულიც მოიგერია, ხოლო ქარდავამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. ცოტა ხანში ძაგანიასთან უხეშობის გამო შეცვლაზე შესულმა მანგალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ხეტაფე“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მაინც შემოგვიტია მეტოქემ, გუდელის დარტყმული კარის ხაზიდან ჯინჯოლავამ გამოიტანა. კუციას, კაფეს და ტრავმირებული ქობულაძის ნაცვლად მოედანზე ალხასანი, ენდე და ბოჭორიშვილი შევიდნენ. დადიანმაც ტრავმა მიიღო და ის კულიევმა შეცვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და თბილისურმა გუნდმა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

„იბერია 1999“ 4 ქულით 23-ე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს სახლში „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს.

„ხეტაფე“ 1 ქულით 34-ე პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გამართავს - ლა ლიგის მე-14 ტურში გასვლაზე „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - ხეტაფე 1:0

გოლი: ქობულაძე (25)

გაძევება: მანგალა (61, ხეტაფე)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 74), ქარდავა, დადიანი (კულიევი 83), კუცია (ალხასანი 71), სიხარულაშვილი (ნაჭყებია 83), კაფე (ენდე 71), ძაგანია

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
"იბერიამ" "ხეტაფე" დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე პირველი მატჩი მოიგოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები