პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ბერდია სიჭინავასა და მის თანამოაზრეებს სიცრუეში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, ხოლო სააკაშვილის პორტრეტი ელჩის კაბინეტში სამეურნეო სამსახურის მიერ ეკიდა.

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან
რუსთავი 2

სააკაშვილის ყბადაღებულ პორტრეტზე ელჩის კაბინეტში ჩემთან. კარგად იციან, რომ ამას ელჩები არ კიდებდნენ, ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა უკლებლივ. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ან მე ჩავიქნიო, ან ჩემი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და აღარ ვიაქტიუროთ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

შარმანაშვილის თქმით, ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა კარგად იციან, რომ სამხედრო გადატრიალების დროს ედეპეს ლიდერი და ხელმძღვანელობის ნაწილი პატიმრობაში იყვნენ და პარტია სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა, თუმცა იტყუებიან, ისევე როგორც იციან, რომ ელჩის კაბინეტში სააკაშვილის პორტრეტს ელჩები არ კიდებდნენ, სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა, ყველა ელჩის კაბინეტში უკლებლივ ეკიდა და კანონით ელჩს პოლიტიკური ნეიტრალობა ევალებოდა.

"კიდევ ერთხელ იმათ, ვისაც ვერ შეაგნებინებ სიმართლეს. იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია. ოპონენტი კი იყო ხელისუფლების, მაგრამ სამხედრო გადატრიალება მრგვალი მაგიდის წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. ედეპეს ლიდერი გიორგი ჭანტურია, უშიშროების იზოლატორში იყო, პოლიტიკური მდივანიც იმავე იზოლატორში, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი ასევე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. იგივე გველოდა ყველას. რეალურად პარტია ვერ ფუნქციონირებდა სრულყოფილად სამხედრო გადატრიალების დაწყების დროს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა ? იციან, მაგრამ იტყუებიან.

ახლა სააკაშვილის ყბადაღებულ პორტრეტზე ელჩის კაბინეტში ჩემთან. კარგად იციან, რომ ამას ელჩები არ კიდებდნენ და სამინისტროს შესაბამისი წესების მიხედვით სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა. ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა უკლებლივ. არ იციან ? იციან, მაგრამ მაინც უაზროდ იმეორებენ. ისიც კარგად იციან, რომ კანონის შესაბამისად ელჩს პოლიტიკური ნეიტრალობა ევალებოდა.

მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ან მე ჩავიქნიო, ან ჩემი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას ? “- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი: „იმდროინდელ ედპ-ს გადატრიალება არ მოუხდენია – სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან. ისიც კარგად იციან, რომ სააკაშვილის პორტრეტს კაბინეტში ელჩები არ კიდებდნენ, ამას სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა და უკლებლივ ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ჩავიქნიო და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი: „იმდროინდელ ედპ-ს გადატრიალება არ მოუხდენია – სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან. ისიც კარგად იციან, რომ სააკაშვილის პორტრეტს კაბინეტში ელჩები არ კიდებდნენ, ამას სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა და უკლებლივ ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ჩავიქნიო და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები