ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“თენგიზ შ. მესამეჯერ ასრულებს ყველაზე შავ სამუშაოს. ჩვენი ბრალია, რომ არასდროს პასუხი არ მოვთხოვეთ” – ლევან ლორთქიფანიძე

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი მესამედ ასრულებს ყველაზე შავ სამუშაოს ქვეყნის გადასაჩეხად. ლორთქიფანიძე მის წარსულს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსარჩელეს წარმოადგენს.

“თენგიზ შ. მესამეჯერ ასრულებს ყველაზე შავ სამუშაოს. ჩვენი ბრალია, რომ არასდროს პასუხი არ მოვთხოვეთ” – ლევან ლორთქიფანიძე
“თენგიზ შ. მესამეჯერ ასრულებს ყველაზე შავ სამუშაოს. ჩვენი ბრალია, რომ არასდროს პასუხი არ მოვთხოვეთ” – ლევან ლორთქიფანიძეალია

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

🔴 ფაქტია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამხედრო-შეიარაღებული გადატრიალების შედეგად დაამხეს. ფაქტია, პუტჩში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

ფაქტია, ბ-ნი თენგიზ შ. ედპ-ის ავანგარდში იყო.

🔴 ფაქტია, 2010 წელს სააკაშვილმა კონსტიტუცია შეცვალა.

ფაქტია, კონსტიტუციის ცვლილებით ავტორიტარმა მმართველმა მოიპოვა შესაძლებლობა ძალაუფლების შეუზღუდავი ვადით გახანგრძლივებისა (საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ აპირებდა ძლევამოსილი საპარლამენტო რესპუბლიკის სუპერ პრემიერ-მინისტრის სავარძელზე გადაბრძანებას).

ფაქტია, ამ ცვლილებების შესაფუთად, ლეგიტიმაციისთვის, ფასადისთვის მთავრობამ შექმნა საკონსტიტუციო კომისია. ფაქტია, ამ კომისიის მდივანი იყო თენგიზ შ. ფაქტია, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ამ კომისიის მდივანი, ოპოზიციური პარტიის წევრი ოპოზიციისადმი რეპრესიებით გამორჩეულმა ხელისუფლებამ მოულოდნელად დანიშნა ელჩად სომხეთში. ფაქტია, შ-ს საელჩოში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა; ფაქტია, მას არანაირი განსაკუთრბეული ცოდნა სომხეთის შესახებ არ ჰქონდა…

🔴 ანუ თენგიზ შ. მესამეჯერ ლესავს ნიჩაბს დემოკრატიის ნარჩენების დასამარხად, მესამეჯერ არის ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის გენერალური მოსამსახურე, მესამეჯერ ასრულებს ყველაზე შავ სამუშაოს, რათა საკუთარი კეთილდღეობისთვის გადაჩეხოს მთელი ქვეყანა.

ამ საქმისთვის წინასწარ სცეს პატივის, მკვდარი პარტიის მკვდარი პოლიტიკოსი ჯერ ედპ-დან გამოიყვანეს და შემდეგ პარლამენტის წევრად აქციეს.

🔴 ნეტავ ენმ-ის ბლოკში რომ იყო მკვდარი ედპ, მაშინ თენგიზ შ. რომელ პარტიას ეკუთვნოდა?

🔴 ჩვენი ბრალია, რომ არასდროს პასუხი არ მოვთხოვეთ.

ცნობისთვის, დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში, მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის შესახებ: “შენიღბონ მაინც თავიანთი მორჩილება გარე ძალების მიმართ”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები