პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე?

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ უცხოელ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ვინ იქნება ციხეში და მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ომში ჩართვაა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე გააკრიტიკა რასა იუკნევიჩიენე და განაცხადა: „რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე?“.

გიორგი ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე?
იმედინიუსი

რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უცხოელ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ, ვინ იქნება ციხეში, მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ომში ჩართვაა.

„აბსოლუტურად არ აინტერესებთ მზია ამაღლობელი იქნება ციხეში, მე ვიქნები თუ პაატა ბურჭულაძე. აქ არის ერთი ამოცანა, არის ომი და ამ ომში უნდა ჩაერთო.

ეს ბოროტი ძალა, რომელიც, (კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაზე მაქვს საუბარი), არის შემოჭრილი უხეში მეთოდებით, ანგრევს ყველანაირ წარმოდგენას იმაზე, რითაც აპელირებენ.

შეიძლება ვიღაც გულუბრყვილოა და მართლა ჰგონია, რომ დემოკრატიას ემსახურება, როდესაც გამოდის და პოლიციელს მოლოტივის კოქტეილს ესვრის, ირონიის გარეშე ვამბობ. შეიძლება ჰგონია, რომ ქვეყანა გადასარჩენია, მსხვერპლზე უნდა წავიდეს და თავი უნდა დააჭერინოს, თვითდაჭერილები ჰქვია ამას. მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის ერთი მიზნისთვის - სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონში შეიქმნას ისეთი ვითარება, სადაც რუსეთს დამატებითი პრობლემები შეექმნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია ვოლსკი: ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები