პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გამზირს მოვრეცხავთ და თვის ბოლოს დავასრულებთ - ირაკლი ბენდელიანი რუსთაველის რეაბილიტაციაზე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება და მოძრაობის შეფერხება მოიხსნება.

გამზირს მოვრეცხავთ და თვის ბოლოს დავასრულებთ - ირაკლი ბენდელიანი რუსთაველის რეაბილიტაციაზე
BM.GE

დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესი დაპირებისამებრ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ტერიტორიაზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი უკვე სრულად განახლებულია, ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

"როგორც მოსახლეობამ იცის, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეცვლილი და განახლებულია. უფრო მეტიც, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ამ მონაკვეთზე [რუსთაველის მეტროს მიმდებარედ] უკვე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება მიმდინარეობს. პარალელურად, მიმდინარეობს ტროტუარების ბუნებრივი ფილით მოპირკეთება. გარე განათების ახალი ქსელი სრულად დასრულდა; დასასრულს უახლოვდება ახალი გამწვანების თარგების მოწყობაც. მიმდინარეობს შუქნიშნის დგარების, გაჩერებებისა და ავტობუსის მოსაცდელების მონტაჟი.

მართლაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და როგორც დედაქალაქის მოსახლეობას შევპირდით, ამ თვის ბოლოს სამუშაოები უკვე დასრულებული გვექნება", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, პარალელურად სრულდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოპირკეთებაც.

"გარდა მაგისა, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების მოპირკეთება, რომელიც ამავე პერიოდში დასრულდება. ბოლოს დარჩენილი გვექნება მხოლოდ მორეცხვითი სამუშაოები - მთლიანად დავასუფთავებთ გამზირს და მოსახლეობას გადაადგილებაზე შეფერხება აღარ ექნება", - აღნიშნა ბენდელიანმა.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. კონტრაქტორად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" შეირჩა. სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურირუსთაველის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება, საახალწლო ღონისძიებების გამო შუქნიშნები მოგვიანებით ჩაირთვება - კალაძე
  2. იმედინიუსისამთავრობოშოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
  3. რუსთავი 2სამთავრობოშოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები