პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობაზე 143.8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რუსთავი 2

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის შემადგენელი, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის (მშენებლობის პირველი ეტაპი) რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი E117 ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის ნაწილია და სტეფანწმინდა-გველეთის მშენებარე მონაკვეთს შეუერთდება.

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 ზოლიანი 4.13 კმ-იანი გზისა და 3 ახალი ხიდის მშენებლობა.

არსებული გზა გადის დასახლებულ პუნქტებში, რაც იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება და გზის არსებული პარამეტრები არ აკმაყოფილებს გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს. ახალი გზა კი, რომელიც დაბა სტეფანწმინდას შემოუვლის, გვერდს აუვლის დასახლებულ პუნქტებს, რაც უზრუნველყოფს დასახლებულ პუნქტებზე სატრანსპორტო მოძრაობით გამოწვეული ზემოქმედების თავიდან აცილებას.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფელ გერგეტთან მისასვლელი გზის კვეთაზე წრიული მოძრაობის მოწყობა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის.ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის 9 კმ-იანი გვირაბისა და სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა.

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 143 862 240 ლარს შეადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები