ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზ: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობასა და ხელისუფლების დამხობის მცდელობას.

"ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას.
მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძის "პოლიტიკურ პატიმრად" მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული იმ ფონზე, რომ ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული. მახაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამგვარი მოთხოვნების არსებობა მართლაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ძალადობას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს:
"ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას.
ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული. მითუმეტეს, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს მათ მიერ დანაშაულის ჩადენა და ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას.
დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა,"- წერს სოციალურ ქსელში ლევან მახაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…