სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს
ვერაზე მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ; გიორგი მელაძე და ლაშა გეგეშიძე დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მკვლელობის მოტივი არ ჰქონიათ.

სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს. დაკავებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა იმსჯელა.
როგორც სასამრთლოდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, გიორგი მელაძე და ლაშა გეგეშიძე დანაშაულს არ აღიარებენ. ისინი დღეს მოსამართლეს უხსნიდნენ, რომ არავის მოკვლის მოტივი არ ჰქონიათ და საბედისწერო დღეს ვიდრე ხელჩართული ჩხუბი დაიწყებოდა პარკინგის გამო, რესტორანში ემიგრაციიდან დაბრუნების აღსანიშნად მიდიოდნენ.
ბრალდებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჩხუბობდა ორივე მხარე და დაზიანებები მათი დაცვის ქვეშ მყოფებსაც აქვთ.
გამოძიების თანახმად, 2026 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის გაჩერების ადგილთან დაკავშირებული სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…