პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რა მოხდა ვერაზე - “პირველების“ ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორების ფიგურანტები დღეს დუმილს დაარღვევენ

საქართველოს პროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

ვერაზე 65 წლის მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გიორგი მელაძესა და ლაშა გეგეშიძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულებს გარდაცვლილზე არ უძალადიათ და თავად არიან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი.

65 წლის მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს. მათ სახელმწიფო ბრალდებამ ბრალის ოფიცილაური დადგენილება დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო.

გიორგი მელაძეს და ლაშა გეგეშიძეს პროკურატურა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

ორივე მათგანს რამდენიმე საათში იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ. “პირველების“ ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ისინი დუმილს დაარღვევენ.

უფლებადამცველის თქმით, ორივე ბრალდებული ამტკიცებს რომ ვერაზე, საპარკინგე სივრცის გამო დაწყებულ ხელ-ჩართულ ჩხუბში გარდაცვლილი კაცი არ მონაწილეობდა და მისთვის ფიზიკური დაზიანებები არ მიუყენებიათ, უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შესახებდ აკავების შემდეგ, პოლიციაში შეიტყვეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პირიქით, თვითონ არიან დაზარალებულები, რომ ნახოთ კიდევაც, ფიზიკურად მათ გაუსწორდნენ და მათ აქვთ ფიზიკური ძალადობის კვალი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იმყოფებოდნენ მხოლოდ ორნი, ხოლო დაზარალებულის მხარის წარმომადგენლები იყვნენ არაერთი, კონკრეტულად, რამდენი ადამიანი იყო, დასახელება არ შემიძლია, მაგრამ გაცილებით მეტი, ვიდრე 2 ადამიანი, რომლებიც ძალადობდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე. გამოთხოვილია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, ვფიქრობ, ესეც ნათელს მოჰფენს იმ ინფორმაციას, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აცხადებენ, რომ კონკრეტულად იმ პირზე, რომელიც გარდაიცვალა, არანაირად არ უძალადიათ. მასთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონიათ, გარდა სიტყვიერი დაპირსპირებისა, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი პოლიციაში, დაკავების შემდეგ მიიღეს.

ჩევნი შუამდგომლობა იქნება პატიმრობის არ გამოპყენებაზე და ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების შეფარდება - ამბობს უფლებადამცველი.

შინაგან საქმეთა სამინისტომ თბილისის ცენტრში მომხდარ ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა. მათ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს წერს, რომ 24 ნოემბერს თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს [მალხაზ თოფურიას] შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ვერაზე 65 წლის კაცის გარდაცვალების საქმეზე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები