პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შემოსავლების სამსახური: ინფორმაცია, რომ "ვივა პლასტიკს" ნახევარი მილიონის ჯარიმა უკანონოდ დაეკისრა, ფაქტობრივად არასწორია და არ ასახავს განხორციელებული ღონისძიებების რეალურ შინაარსს

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური უარყოფს ბრალდებას, თითქოს „ვივა პლასტიკი“ პოლიტიკურად ნახევარი მილიონით დააჯარიმა. უწყების განცხადებით, კომპანიას 100 005 ლარის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 307 832 ლარი თავად კომპანიის დეკლარირებული და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანებაა.

შემოსავლების სამსახური: ინფორმაცია, რომ "ვივა პლასტიკს" ნახევარი მილიონის ჯარიმა უკანონოდ დაეკისრა, ფაქტობრივად არასწორია და არ ასახავს განხორციელებული ღონისძიებების რეალურ შინაარსს
რუსთავი 2

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სურს გამოეხმაუროს მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, შემოსავლების სამსახურმა მოქალაქე გიორგი სიხარულიძის კუთვნილი კომპანია პოლიტიკური მოტივით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით, უკანონოდ დააჯარიმა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება განმარტავს, რომ შპს „ვივა პლასტიკში“, რომლის დამფუძნებელია გიორგი სიხარულიძე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა 1 000 054 ლარის ღირებულების დანაკლისი.

აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, 2025 წლის 19 დეკემბერს შედგა სამართალდარღვევის ოქმი და კომპანიას დაეკისრა დანაკლისის ღირებულების 10%-ის ოდენობის ჯარიმა - 100 005,40 ლარი.

2026 წლის 14 იანვარს კომპანიამ თავად წარადგინა 2025 წლის დეკემბრის დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც აღიარებულმა საგადასახადო ვალდებულებებმა ჯამურად - 3 07 832 ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტში გადახდილი არ არის.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიმართ, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიას შემოსავლების სამსახურმა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა უკანონოდ დააკისრა, ფაქტობრივად არასწორია და არ ასახავს გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების რეალურ შინაარსს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოშემოსავლების სამსახური: შპს „ვივა პლასტიკში“, რომლის დამფუძნებელია გიორგი სიხარულიძე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 1 000 054 ლარის ღირებულების დანაკლისი. 2025 წლის 19 დეკემბერს შედგა სამართალდარღვევის ოქმი და კომპანიას დაეკისრა დანაკლისის ღირებულების 10%-ის ოდენობის ჯარიმა - 100 005,40 ლარი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები