პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 881 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს, კანონდამრღვევი მოქალაქეები კი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
იმედინიუსი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ასევე, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული ჯამში - 881 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და თოთოეული სანქციის სახით 1000 ლარით დაჯარიმდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები